4 მარტს “ქ.თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის” VII (2) კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან,მარიამ ბურჭულაძესთან ერთად ეწვივნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას. ექსკურსიის მიზანი ბიბლიოთეკის მონახულება,არაფორმალურ გარემოში კითხვის საათის ჩატარება და მხატვრული ლიტერატურით დაინტერესება იყო. მადლობას ვუხდით ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს მასპინძლობისთვის!

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი

16 თებერვალს სკოლა ლამპარის მე-9(1) კლასი, ქართულის ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ – სოფო შაორშაძესთან ერთად, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ესტუმრა. საგამოფენო სივრცეში პირველადაა გამოყენებული თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისი კრეატიული ინდუსტრია და 3D ანიმაცია. პროექტის მიზანია, კულტურის სხვადასხვა ინდუსტრიული საშუალებებით – ანიმაციური სრულად ნახვა

ღია კარის დღე “გლობალ ტესტში”

ექსკლუზიურად PDA-სთან პარტნიორობით, სკოლა ლამპარის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, სამკურნალო საშუალებების ლაბორატორია- გლობალ ტესტში ღია კარის დღე მოეწყო მოსწავლეებს და მათი ბიოლოგიის პედაგოგს მეგზურობა, ლაბორატორიის დირექტორმა ნინო ჯინჯოლავამ გაუწია და ახალგაზრდებს შიდა, ორგანიზაციული სტრუქტურა სიღრმისეულად გააცნო. – ,, პირველი ეტაპი ლაბორატორიის სრულად ნახვა

თბილისის ციფრული სივრცე

19 თებერვალს, “ქ.თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის” IV (2) კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან, ლელა კუპრეიშვილთან ერთად ეწვივნენ ” თბილისის ციფრულ სივრცეს”. მოსწავლეებმა იხილეს ფილმი “ბაზალეთის ტბა” და პროგრამა “წყალქვეშა სამყარო”. ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეების ტექნოლოგიურ სამყაროსთან დაახლოება და თვალსაწიერის გაფართოება .

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

22 იანვარს, ,,შპს ქ. თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის“ 6 (2) კლასის მოსწავლეები,ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ,- თეონა გიორგაძესთან ერთად საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. კლასმა შეისწავლა ნუგზარ შატაიძის მოთხრობა ,,ჩემი უბნის სამკითხველო“. ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ, ჩვენ ერთად გაგვიჩნდა სურვილი გვენახა სრულად ნახვა

ციფრული სივრცე

,,საშუალო სკოლა ლამპარის” მე-5 (1) კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან, თეკლა მოდებაძესთან ერთად ეწვივნენ ,,თბილისის ციფრულ სივრცეს”. მოსწავლეებმა იხილეს პროგრამა ,,წყალქვეშა სამყარო” და მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,ბაზალეთის ტბა”. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს მოსწავლეთა ტექნოლოგიურ სამყაროსთან დაახლოებასა და,ამ მხრივ, თვალსაწიერის გაფართოებას.  

წიგნის ისტორია

მესამე მეორე კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ჟუჟო ბანეთიშვილთან და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ თეა გოგოლაძესთან ერთად ესტუმრნენ საქართველოს ეროვნულ სასახლე- კულტურის ეროვნულ მუზეუმს . მათ დაათვალიერეს სასახლე, მოისმინეს სასახლის ისტორია და დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამას “ წიგნის ისტორია”. მოისმინეს წიგნის ისტორია, სრულად ნახვა

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმი

17 ნოემბერს, სკოლა ლამპარის 9(1) კლასი, დამრიგებელ სოფო შაორშაძესთან ერთად, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ესტუმრა. ილია ჭავჭავაძე (1837 – 1907 წწ.) – ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი იყო. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ სრულად ნახვა

ექსკურსია

,,საშუალო სკოლა ლამპარის” მე-9 კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან, თათია მარტინენკოსთან ერთად ეწვივნენ კახეთის რეგიონს. სოფელ წინანდალში მოინახულეს ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიული სახლ-მუზეუმი, სადაც დაცულია მე-19 საუკუნის უნიკალური ნივთები, იხილეს წინანდლის დეკორატიული ბაღი, რომელიც საქართველოში პირველი ევროპული ტიპის სარეკრეაციო ზონაა. მოსწავლეები ესტუმრნენ თელავში სრულად ნახვა

ციფრული მუზეუმი

9 ნოემბერს სკოლა ,,ლამპარის” 7(1) კლასი, დამრიგებელ სოფო შაორშაძესთან ერთად, თბილისის ციფრულ მუზეუმს ესტუმრა. მოსწავლეებმა იხილეს წყალქვეშა სამყაროს პროგრამა და მხატვრული ფილმი ,,ბაზალეთის ტბა”. ექსკურსიის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება, საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი მომენტების გახსენება და არაფორმალურ გარემოში ერთმანეთთან შეხვედრა. მოსწავლეები სრულად ნახვა