ესეების კონკურსი “დედა”

,,საშუალო სკოლა ლამპარში” ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელის, თეკლა მოდებაძის ინიციატივით, ჩატარდა ესეების კონკურსი ,,დედა”, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ VII-IX კლასის მოსწავლეები, რომლებიც ჟიურიმ შეაფასა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც გადაეცათ დიპლომები. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მიერ წაკითხული თემები იყო ძალიან ემოციური და სრულად ნახვა

სტუმრად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

სკოლა ,,ლამპარის” 8(1) კლასი, დამრიგებელთან, სოფო შაორშაძესთან ერთად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრა. მოსწავლეებმა იხილეს პრეზენტაცია ქართული ანბანის განვითარების საფეხურების, საწერი მასალებისა და უძველესი ხელნაწერების შესახებ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დარბაზში გამოფენილი იყო ქართული მატერიალური თუ სულიერი კულტურის ყველა მნიშვნელოვანი მონაპოვარი: ვეფხისტყაოსნის სრულად ნახვა

წიგნის დღე

23 აპრილი იუნესკომ წიგნისსაერთაშორისო დღედ გამოაცხადა. სკოლა ,,ლამპარის” მერვე კლასიც შეუერთდა ამ ღონისძიებას. ბავშვებმა ერთმანეთს გადასცეს მათთვის სასურველი ჟანრის წიგნები, რომლებსაც სემესტრის დასრულებამდე წაიკითხავენ და გააკეთებენ პრეზენტაციებს. თქვენ რა წიგნი გააჩუქეთ? ან რას ისურვებდით საჩუქრად?