მისია

 შ.პ.ს

ქ. თბილისის საშუალო სკოლა “ლამპარის”

 მისია

 

  • სკოლის საზოგადოება თანხმდება, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშნელოვანი სამართლიანობასა და  თანასწორობაზე  დამყარებული ჰარმონიული ურთიერთობებია.

 

  • მიგვაჩნია, რომ მომავალი თაობა უნდა იყოს ლოგიკურად და კრიტიკულად მოაზროვნე, ობიექტური თვითშეფასების, პასუხისმგებლობის, დამოუკიდებელი უნარ-ჩვევებისა და მაღალი სამოქალაქო ღირებულებების მქონე, რომელიც შეძლებს სოციუმში თვითდამკვიდრებას, მიღებული ცოდნის რეალიზებას და მზად იქნება მომავალი განვითარებისთვის.

 

  • ჩვენ მოსწავლეებს დავეხმარებით ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში, ინდივიდუალიზმის გამოვლენაში, განვუვითარებთ კრიტიკულ სიტუაციაში მოქმედების უნარს და ხელს შევუწყობთ ციფრული კომპეტენციების განვითარებას, რაც მათ დაეხმარება გახდნენ თანამედროვე მოქალაქეები, შექმნან ქვეყნისთვის სასიკეთო მატერიალური, სულიერი, თუ ინტელექტუალური პროდუქტი.

 

სკოლის მისია შესაბამისობაშია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან და ასახავს სასკოლო საზოგადოების ღირებულებებს, პრიორიტეტულ მიზნებსა და მისაღწევ შედეგებს.

სკოლის მისიის და სტრატეგიული მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობას იღებს სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი, სამუშაო შეხვედრებისა და გამოკითხვების გზით.

 სკოლის სტრატეგიულ მიმართულებებს, ექვსწლიან და ერთწლიან გეგმებს ამტკიცებს დირექტორი.