ინკლუზიური სწავლება

           სკოლა უზრუნველყოფს ყველა მოსწავლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო პროცესს, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილია ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით განათლების მიღება. ჩვენ გვჯერა, რომ შესაფერის სასწავლო გარემოში ყველა მოსწავლეს შეუძლია საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენა. 

            სსსმ მოსწავლისთვის სკოლა უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაციას, სასწავლო გარემოს აკომოდაციას და საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული სასწავლო მიზნების შემუშავებას.

            სწავლის პროცესში სირთულეების გამოვლენის შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტი დისციპლინური გუნდის რეკომენდაციებით ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენას. აღნიშნული გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფი (ისგ)