უსაფრთხო სკოლა

სკოლას ჰყავს შრომის უსაფრთხოების მენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს სკოლაში დასაქმებული და მის ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირის უსაფრთხოებას.

სკოლაში დამტკიცებულია უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები, რომელიც შემუშავებულია „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანების შესაბამისად.

ასევე შემუშავებულა პროფესიული ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების თანმიმდევრული პრევენციული ღონისძიებების პოლიტიკის დოკუმენტი, რისკების მართვის გეგმა და ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ინფექციური დაავადებების მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა.