სასკოლო სასწავლო გეგმა

სკოლის მისია

 

  • სკოლის საზოგადოება თანხმდება, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშნელოვანი  სამართლიანობასა და  თანასწორობაზე  დამყარებული ჰარმონიული ურთიერთობებია.

 

  • მიგვაჩნია, რომ მომავალი თაობა უნდა იყოს ლოგიკურად და კრიტიკულად მოაზროვნე, ობიექტური თვითშეფასების, პასუხისმგებლობის, დამოუკიდებელი უნარ-ჩვევებისა და  მაღალი სამოქალაქო ღირებულებების მქონე, რომელიც შეძლებს სოციუმში თვითდამკვიდრებას, მიღებული ცოდნის რეალიზებას და მზად იქნება მომავალი განვითარებისთვის.

 

  • ჩვენ მოსწავლეებს დავეხმარებით ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში, ინდივიდუალიზმის გამოვლენაში, განვუვითარებთ კრიტიკულ სიტუაციაში მოქმედების უნარს და ხელს შევუწყობთ ციფრული კომპეტენციების განვითარებას, რაც მათ დაეხმარება გახდნენ თანამედროვე მოქალაქეები, შექმნან ქვეყნისთვის სასიკეთო მატერიალური, სულიერი, თუ ინტელექტუალური პროდუქტი.

 

 

შპს „ქ.თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის“ 2021-2022 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმა შედგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმების საფუძველზე.

სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს ქართულ ენაზე,  დაწყებით (I-VI კლასები), საბაზო (VII-IX კლასები) და საშუალო (X-XII კლასები) საფეხურზე.

 

სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლებას.  ქართულში, მათემატიკასა და უცხო ენაში გაზრდილი საათების რაოდენობის, ხარჯზე სწავლა მიმდინარეობს მრავალფეროვანი დამატებითი მასალებითა და რესურსებით, რომელთა შერჩევა ხდება მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით. 

 

სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს სამი უცხო ენის შესწავლას, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას:

  1. მათემატიკა (ფაკულტატურის სახით);
  2. ვკითხულობთ ქართულს (სავალდებულო სახით).

ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება:

  1. ქართული ცეკვა (ფაკულტატურის სახით);
  2. გახანგრძლივებული სწავლება (I-VI) კლასებში (ფაკულტატურის სახით);
  3. მეტყველება ( ფაკულტატურის სახით).

 

 

სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილებია:

  • სკოლის მისია;
  • სასწავლო წლის კალენდარი;
  • დღის რეჟიმი;
  • დისტანციური სასწავლო პროცესის ორგანიზების გეგმა;
  • მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების წესები (რომელიც განსაზღვრავს ვადებსა და პირობებს გაცდენილი შემაჯამებლი დავალებების აღდგენისთვის, საშემოდგომო გამოცდების ჩატარებისთვის და სხვა);
  • სასკოლო საათობრივი ბადე და შემაჯამებელი დავალების რაოდენობა;
  • გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების ნუსხა კლასების/დონეებისა და საგნების მიხედვით;
  • საგნობრივი კათედრები და ხარისხის ჯგუფი;
  • სადამრიგებლო პროგრამა;
  • ინკლუზიური განათლება;
  • ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებელი/გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა;