სიახლეები

4 მარტს “ქ.თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის” VII (2) კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან,მარიამ ბურჭულაძესთან ერთად ეწვივნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას. ექსკურსიის მიზანი ბიბლიოთეკის მონახულება,არაფორმალურ გარემოში კითხვის საათის ჩატარება და მხატვრული ლიტერატურით დაინტერესება იყო. მადლობას ვუხდით ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს მასპინძლობისთვის!

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი

16 თებერვალს სკოლა ლამპარის მე-9(1) კლასი, ქართულის ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ – სოფო შაორშაძესთან ერთად, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ესტუმრა. საგამოფენო სივრცეში პირველადაა გამოყენებული თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისი კრეატიული ინდუსტრია და 3D ანიმაცია. პროექტის მიზანია, კულტურის სხვადასხვა ინდუსტრიული საშუალებებით – ანიმაციური სრულად ნახვა

ღია კარის დღე “გლობალ ტესტში”

ექსკლუზიურად PDA-სთან პარტნიორობით, სკოლა ლამპარის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, სამკურნალო საშუალებების ლაბორატორია- გლობალ ტესტში ღია კარის დღე მოეწყო მოსწავლეებს და მათი ბიოლოგიის პედაგოგს მეგზურობა, ლაბორატორიის დირექტორმა ნინო ჯინჯოლავამ გაუწია და ახალგაზრდებს შიდა, ორგანიზაციული სტრუქტურა სიღრმისეულად გააცნო. – ,, პირველი ეტაპი ლაბორატორიის სრულად ნახვა

თბილისის ციფრული სივრცე

19 თებერვალს, “ქ.თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის” IV (2) კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან, ლელა კუპრეიშვილთან ერთად ეწვივნენ ” თბილისის ციფრულ სივრცეს”. მოსწავლეებმა იხილეს ფილმი “ბაზალეთის ტბა” და პროგრამა “წყალქვეშა სამყარო”. ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეების ტექნოლოგიურ სამყაროსთან დაახლოება და თვალსაწიერის გაფართოება .

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

22 იანვარს, ,,შპს ქ. თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის“ 6 (2) კლასის მოსწავლეები,ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ,- თეონა გიორგაძესთან ერთად საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. კლასმა შეისწავლა ნუგზარ შატაიძის მოთხრობა ,,ჩემი უბნის სამკითხველო“. ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ, ჩვენ ერთად გაგვიჩნდა სურვილი გვენახა სრულად ნახვა

ლიტერატურული კლუბი

24 იანვარს სკოლა ,,ლამპარში“ ლიტერატურული კლუბის შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა განიხილეს ამ დროის მანძილზე წაკითხული წიგნები და გააკეთეს პრეზენტაციები. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები კითხულობენ არა მხოლოდ ქართულენოვან ლიტერატურას, არამედ – უცხოენოვანსაც. აქ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მოსწავლეები სრულად ნახვა

ციფრული სივრცე

,,საშუალო სკოლა ლამპარის” მე-5 (1) კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან, თეკლა მოდებაძესთან ერთად ეწვივნენ ,,თბილისის ციფრულ სივრცეს”. მოსწავლეებმა იხილეს პროგრამა ,,წყალქვეშა სამყარო” და მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,ბაზალეთის ტბა”. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს მოსწავლეთა ტექნოლოგიურ სამყაროსთან დაახლოებასა და,ამ მხრივ, თვალსაწიერის გაფართოებას.  

წიგნის ისტორია

მესამე მეორე კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ჟუჟო ბანეთიშვილთან და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ თეა გოგოლაძესთან ერთად ესტუმრნენ საქართველოს ეროვნულ სასახლე- კულტურის ეროვნულ მუზეუმს . მათ დაათვალიერეს სასახლე, მოისმინეს სასახლის ისტორია და დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამას “ წიგნის ისტორია”. მოისმინეს წიგნის ისტორია, სრულად ნახვა

სიკეთე გადამდებია

სკოლა ,,ლამპარში” მასწავლებელ სოფო შაორშაძის ინიციატივით, თითქმის ერთი თვე გროვდებოდა ნივთები ბავშვთა სახლში ვიზიტისთვის. დღეს, 18 ნოემბერს, მეცხრე-მეათე კლასის მოსწავლეები ეწვივენ გლდანის ობოლთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს. ვიზიტის მიზანი ყველასთვის ნათელია #სიკეთეგადამდებია #იყავიშემდეგიშენ