საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

22 იანვარს, ,,შპს ქ. თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის“ 6 (2) კლასის მოსწავლეები,ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ,- თეონა გიორგაძესთან ერთად საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. კლასმა შეისწავლა ნუგზარ შატაიძის მოთხრობა ,,ჩემი უბნის სამკითხველო“. ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ, ჩვენ ერთად გაგვიჩნდა სურვილი გვენახა საქართველოს უმდიდრესი მატერიალური საგანძური. მოსწავლეებმა მოინახულეს იტალიური და გერმანული სამკითხველო დარბაზები. ასევე მედიათეკა, რომელმაც წარუშლელი ემოცია დატოვა მათზე. იხილეს,ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალ-გაზეთი ,,ივერია“, ვეფხისტყაოსნის პირველი ვახტანგისეული გამოცემა, მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით. ასევე ნახეს სახარების ქართულენოვანი ხელნაწერები, რომლებიც მოღწეულია V საუკუნიდან ძირითადად ოთხთავების სახით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული წიგნისა თუ გაზეთის ორიგინალი ვერსია. ექსკურსიის მიზანი იყო საგნისადმი მოტივაციის ამაღლება და მოსწავლეთა შეხვედრა არაფორმალურ გარემოში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *