ლიტერატურული კლუბი

24 იანვარს სკოლა ,,ლამპარში“ ლიტერატურული კლუბის შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა განიხილეს ამ დროის მანძილზე წაკითხული წიგნები და გააკეთეს პრეზენტაციები. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები კითხულობენ არა მხოლოდ ქართულენოვან ლიტერატურას, არამედ – უცხოენოვანსაც. აქ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მოსწავლეები ითვალისწინებენ ერთმანეთის მიერ წარმოდგენილ სარეკომენდაციო ლიტერატურას და შემდეგ თავად გვევლინებიან პრეზენტატორებად. მომდევნო შეხვედრაზე მოსწავლეებმა უნდა განიხილონ ფრანც კაფკას ,,წერილი მამას“ და მოვაწყოთ დისკუსია ტექსტში წამოჭრილი პრობლემის მიმართ. 📚🗞📖

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *