ექსპერიმენტორიუმი

22 იანვარს VII(1) და VII(2)კლასები,დამრიგებლებთან, თეონა გიორგაძესთან და ნინო გოგოხიასთან ერთად იმყოფებოდნენ ექსპერიმენტორიუმში. მოსწავლეებმა იხილეს ფიზიკის კანონებზე დამყარებული ექსპონატები და მიიღეს მონაწილეობა ექსპერიმენტების ჩატარებაში. ვიზიტის მიზანი იყო,განვლილი მასალის პრაქტიკულად აღქმა და საგნისადმი მოტივაციის ამაღლება.