ინფრასტრუქტურა

სკოლის ინფრასტრუქტურა მოიცავს სამსართულიან შენობას, სადაც შექმნილია სწავლისა და სწავლებისათვის შექმნილი უსაფრთხო და კომფორტული გარემო.

საკლასო ოთახები აღჭურვილია ცალკეულ ასაკობრივ ჯგუფებზე გათვლილი მერხებითა და სკამებით. ყველა ოთახს მიეწოდა ინტერნეტი და შესაძლებელია კომპიუტერისა და პროექტორის გამოყენება.

სკოლას აქვს კომპიუტერებით აღჭურვილი ტექნოლოგიების ოთახი, ასევე უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით  საჭირო ინვენტარით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები.

სკოლის ტერიტორიაზე განთავსებულია დახურული სპორტული დარბაზი.

სკოლას აქვს სასადილო, რომელიც მოსწავლეებს სთავაზობს ჯანსაღ და გემრიელ საკვებს. კერძები მზადდება ყოველდღიურად შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით.