კათედრები

კათედრა თავის საქმიანობას წარმართავს, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის N1014 ბრძანების,  შპს „ქ.თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის“ დებულების, შინაგანაწესისა და ამ დებულების შესაბამისად.

 

სკოლაში შექმნილია ექვსი საგნობრივი კათედრა:

  • ქართული ენის და ლიტერატურის კათედრა

(მოიცავს შემდეგ  საგანს: ქართული ენა და ლიტერატურა).

  • მათემატიკის კათედრა

(მოიცავს  შემდეგ საგნებს: მათემატიკა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები);

  • საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა

(მოიცავს შემდეგ საგნებს: ჩვენი საქართველო, ისტორია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება. არჩევით საგნებს: გეოგრაფიული კვლევა, სახელმწიფო და სამართალი); 

  • ესთეტიკური კათედრა

(მოიცავს შემდეგ საგნებს: მუსიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.  სპორტი, ჭადრაკი)

  • უცხო ენის კათედრა

(მოიცავს შემდეგ საგნებს: ინგლისური ენა, რუსული ენა, იტალიური ენა);

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა

(მოიცავს ძირითად საგნებს: ბუნებისმეტყველება, საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძველი, ბიოლოგია, ფიზიკა,  ქიმია, არჩევით საგნებს: სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა);

საგნობრივი კათედრის ფუნქციებია:

  • კოორდინაცია გაუწიოს საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლებას;
  • შეაგროვოს და შეინახოს თითოეული მასწავლებლის მიერ კლასების მიხედვით ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელ დოკუმენტაციას; აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილია: სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა ეს დავალებები; მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული სამუშაოს რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა; თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები;
  • გაუზიარონ გამოცდილება, განსაზღვრონ წარმატებების წინაპირობები და მოძებნონ პრობლემების გადაჭრის გზებს;
  • შეარჩიოს სახელმძღვანელოები;
  • შეიმუშაოს და აღწეროს შეფასების კომპონენტების შემადგენელი კრიტერიუმები;
  • სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან აწარმოოს კოორდინირებული მუშაობა (მაგ. ისტორიასა და ქართულში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვა.);
  • იზრუნოს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის;
  • შეიმუშაოს რეკომენდაციები დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების შესახებ;
  • შიმუშაოს რეკომენდაციეის სწავლა–სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;
  • დაადგინოს შეასრულოს მასწავლებელთა გაკვეთილებზე ურთიერთდასწრების გრაფიკ. განიხილოს და შაფასოს მასწავლებელთა გაკვეთილებზე ურთიერთდასწრების შედეგები; 
  • ყოველთვიურად ორგანიზება გაუწიოს სხვადასხვა სახის აქტივობას, რომლებიც აერთიანებს სხვადასხვა კლასის, ჯგუფების და განაყოფების მოსწავლეებს.
  • უზრუნველყოს მოსწავლეთა მონაწილეობა სხვადასხვა სახის კონკურსებში, ოლიმპიადებსა და კონფერენციებში.
  • გააკეთოს შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი.