ეთნოგრაფიული მუზეუმი

შპს საშუალო სკოლა “ ლამპარის” 2(1) კლასის მოსწავლეები ეწვივნენ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს. იგი პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმია კავკასიაში. მუზეუმის დაარსების იდეის ავტორი იყო ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია. მუზეუმი წარმოადგენს საქართველოს მინიატურულ მოდელს და ასახავს მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას. მოსწავლეებმა მოინახულეს სხვადასხვა კუთხის მოდელები, გაეცნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებსა და ადათებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *