დედა ენა

შპს ქალაქ თბილისის ,,საშუალო სკოლა ლამპარის” V(2) კლასის მოსწავლეებმა,ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის,მარიამ ბურჭულაძის ინიციატივით გამართეს მწერლისა და პედაგოგის,იაკობ გოგებაშვილის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მწერლის ბიოგრაფია,წაიკითხეს ლექსები,მოირგეს სხვადასხვა ნაწარმოების პერსონაჟთა როლი. განსაკუთრებით ემოციური ამ მხრივ ,,იავნანამ რა ჰქმნა?!” ბოლო ეპიზოდი იყო. მადლობას ვუხდით დამსწრე საზოგადოებას,რომ დადებითი ემოციები არ დაიშურეს,მადლობა თითოეულ მოსწავლეს შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და მონაწილეობისათვის❤️

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *