ლეო ანთაძის სტუმრობა ლამპარში

11 მაისს ,,საშუალო სკოლა ლამპარს” გენიალური მსახიობი, ლეო ანთაძე ეწვია. არაჩვეულებრივი არტისტიზმით გამორჩეულმა მსახიობმა წაიკითხა ლექსები, ისაუბრა ბავშვობის დაუვიწყარ მოგონებებსა და ცხოვრებამიძღვნილ პროფესიაზე, ამით კი წარუშლელი შთაბეჭდილება დაუტოვა თითოეულ მოსწავლეს.

ექსკურსია IV კლასი

ა/წ 12 მაისს IV1 – კლასის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ი.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში. ბავშვებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა ილიას მამულმა, სახლმა და მშვიდმა გარემომ. განცდები გააძლიერა მემორიალურმა ნივთებმა, ხელნაწერებმა და XIX საუკუნის ცნობილი მხატვრების რეპროდუქციებმა. წმ. ილიას მადლი სრულად ნახვა

ლიტერატურული კლუბი

სკოლა ,,ლამპარში”ლიტერატურული კლუბის ბოლო შეხვედრა გაიმართა და ხელმძღვანელმა, სოფო შაორშაძემ, მონაწილეები წახალისების მიზნით დააჯილდოვა. მოსწავლეებს გადაეცათ მათთვის საინტერესო ჟანრის წიგნები და აქტიური მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომები. ლიტერატურული კლუბი მომდევნო წლიდან განაგრძობს შეხვედრებს და ეს შეხვედრები უფრო მეტად საინტერესო იქნება მომავალში.

*************

9-მაისს, სკოლა ლამპარის VIII(1)-მა კლასმა, დამრიგებელ – სოფო შაორშაძესთან ერთად, საგნობრივი ექსკურსიით რამდენიმე ისტორიულ-კულტურული ძეგლი მოინახულა. მოსწავლეებმა იხილეს უდიდესი ისტორიის მქონე გორის ციხე. მას საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა სამთავისის ტაძარმა. გადმოცემის სრულად ნახვა

შეხვედრა გურამ მეგრელიშვილთან

,,საშუალო სკოლა ლამპარში” ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის,მარიამ ბურჭულაძის ინიციატივით,მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეები შეხვდნენ მწერალსა და პედაგოგს,გურამ მეგრელიშვილს. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა მოსწავლეების დაინტერესებას მხატვრული წერისადმი,მხატვრული ლიტერატურისადმი. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში,თითოეული მონაწილე სვამდა მათთვის საინტერესო შეკითხვას,მწერლისგან სრულად ნახვა

ავტომუზეუმი

X კლასი დამრიგებელთან, თეკლა მოდებაძესთან ერთად იმყოფებოდა თბილისის ავტომუზეუმში. მოსწავლეებმა დაათვალიერესეს უძველესი ავტომობილები, გაეცნენ თითოეულის ისტორიასა და წარმომავლობას. მუზეუმში სტუმრობა მოსწავლეებისათვის განსხვავებული, საინტერესო და სასიამოვნო ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

28 აპრილს ,,საშუალო სკოლა ლამპარის” X და VIII (2) კლასი დამრიგებლებთან, თეკლა მოდებაძესთან და ანნა ჭრელაშვილთან ერთად ეწვია ,,ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს”. მოსწავლეებმა შესწავლილ მასალაზე დაყრდნობით რეალურად იხილეს ცენტრში განთავსებული ხელნაწერები. ჩაერთნენ სახალისო აქტივობაში, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და სასიამოვნო ემოციებით დაბრუნდნენ სრულად ნახვა

ესეების კონკურსი “დედა”

,,საშუალო სკოლა ლამპარში” ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელის, თეკლა მოდებაძის ინიციატივით, ჩატარდა ესეების კონკურსი ,,დედა”, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ VII-IX კლასის მოსწავლეები, რომლებიც ჟიურიმ შეაფასა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც გადაეცათ დიპლომები. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მიერ წაკითხული თემები იყო ძალიან ემოციური და სრულად ნახვა

სტუმრად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

სკოლა ,,ლამპარის” 8(1) კლასი, დამრიგებელთან, სოფო შაორშაძესთან ერთად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრა. მოსწავლეებმა იხილეს პრეზენტაცია ქართული ანბანის განვითარების საფეხურების, საწერი მასალებისა და უძველესი ხელნაწერების შესახებ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დარბაზში გამოფენილი იყო ქართული მატერიალური თუ სულიერი კულტურის ყველა მნიშვნელოვანი მონაპოვარი: ვეფხისტყაოსნის სრულად ნახვა

წიგნის დღე

23 აპრილი იუნესკომ წიგნისსაერთაშორისო დღედ გამოაცხადა. სკოლა ,,ლამპარის” მერვე კლასიც შეუერთდა ამ ღონისძიებას. ბავშვებმა ერთმანეთს გადასცეს მათთვის სასურველი ჟანრის წიგნები, რომლებსაც სემესტრის დასრულებამდე წაიკითხავენ და გააკეთებენ პრეზენტაციებს. თქვენ რა წიგნი გააჩუქეთ? ან რას ისურვებდით საჩუქრად?