9-მაისს, სკოლა ლამპარის VIII(1)-მა კლასმა, დამრიგებელ – სოფო შაორშაძესთან ერთად, საგნობრივი ექსკურსიით რამდენიმე ისტორიულ-კულტურული ძეგლი მოინახულა. მოსწავლეებმა იხილეს უდიდესი ისტორიის მქონე გორის ციხე. მას საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა სამთავისის ტაძარმა. გადმოცემის თანახმად, პირველი ტაძარი აქ ვახტანგ გორგასალს აუშენებია V საუკუნეში, თუმცა მისგან აღარაფერია შემორჩენილი, მეორედ კი ტაძარი X-XI საუკუნეებში აშენდა და იგი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. ასევე მოსწავლეებმა მოინახულეს ატენის ხეობაში, მდ. ტენას მარცხენა ნაპირზე მდებარე, VII საუკუნის პირველი ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი- ატენის სიონი. აღნიშნული ექსკურსიის მიზანი იყო ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ძაგლების გაცნობა და იმ ღირებულებების გაცნობიერება და პატივისცემა, რომელზეც დგას ქართული კულტურა.