წიგნის კლუბი

2022-2023 სასწავლო წლის ფარგლებში სკოლა ,,ლამპარში“ წიგნის კლუბის პირველი შეხვედრა შედგა. კლუბის ხელმძღვანელებსა და წევრებს ძალიან გვიხარია, რომ შემოგვემატნენ უმცროსკლასელი მკითხველები, ძალიან ჭკვიანი და მონდომებული ბავშვები. შეხვედრაზე მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ზაფხულის მანძილზე წაკითხული წიგნების შთაბეჭდილებები. მათ განიხილეს სხვადასწხვა ჟანრის ლიტერატურა: როულინგის ,,ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი“, ჯენიფერ ნივენის ,,სამყარო შენს მხრებზე“, ჰარიეტ ბიჩერ სტოუს ,,ბიძია თომას ქოხი“, ლი ბარდუგოს ,,ყვავილების ოთხეული“, მონიე გომერის ,,ენი მწვანე მეზონინებიდან“ და სხვა.
ჩვენი შემდეგი შეხვედრა ჩანიშნულია 24 ოქტომბერს და აღნიშნულ შეხვედრაზე განვიხილავთ ანა კორძაია სამადაშვილის მოთხრობას ,,გიმნაზისტკა“.
კლუბის ხელმძღვანელები აღნიშნულ მოთხრობაზე მოუთმენლად ველოდებით შთაბეჭდილებებს წევრების მხრიდან და აუცილებლად გაგიზიარებთ მათ ემოციებს.
 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *