![](https://i2.wp.com/lampari2011.ge/wp-content/uploads/2022/04/images-1.jpg?fit=243%2C208)
2022 სასწავლო წლის 11 აპრილს ქიმიის კლუბის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე: ,,ქიმიის პარადოქსები”. კონფერენცია მიზანდ ისახავდა:
- მოსწავლებს დაენახათ, ეგრძნოთ და განეცადათ ქიმიის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის.
- დაემყარებინათ მჭიდრო კავშირი სხვა დისციპლინებთან – ფიზიკა იქნება ეს, ბიოლოგია, მედიცინა თუ ისტორია.
მოსწავლეებმა წარმოდგენილი პრეზენტაციებით შეძლეს მარტივი კითხვა დაესვათ ყოვლის შემძლე ქიმიისთვის: როგორი ჰაერით ვისუნთქოთ? რა წამალი დავლიოთ? რა მივირთვათ და რა ვსვათ? რა ჩავიცვათ და დავიხუროთ? როგორ მოვუაროთ მცენარეებს?
პრეზენტაციის შემდეგ ერთხმად შევთანხმდით: ჩვენს ყოველ მაჯისცემას, ამოსუნთქვას, აზროვნების პოეტურ გაელვებას, ხალისიანად ყოფნას და უგუნებობას რთული ქიმიური პროცესები უდევს საფუძვლად. ამიტომ, ცხადი უნდა იყოს, რაოდენ აუცილებელია ქიმიის საწყისების ცოდნა ყოველი ჩვენგანისთვის.