შპს “ქ. თბილისის საშუალო სკოლა ლამპარში” იტალიური ენის პედაგოგების ნანა ზარდიაშვილისა და მარიამ გვასალიას ხელმძღვანელობით ჩატარდა ღონისძიება თემაზე “საახალწლო, საშობაო ტრადიციები იტალიასა და საქართველოში.” ღონისძიებაში ერთობლივად მიიღეს მონაწილეობა მესამე, მეხუთე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა; მათ ისაუბრეს იტალიურ და ქართულ ტრადიციებს შორის არაერთ განსხვავება-მსგავსებაზე. ასევე იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში ამავე ღონისძიებაზე მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია ტრადიციული კერძების შესახებ. ღინისძიების პროგრამა: 1. განსხვავებები იტალიურსა და ქართულ საშობაო ტრადიციებს შორის. (მეშვიდე და მეხუთე კლასის მოსწავლეები) 2. ინტერვიუ თოვლის ბაბუასა და ბეფანასთან. (მეხუთე პირველი და მეხუთე მეორე კლასის მოსწავლეები) 3. საახალწლო და საშობაო ტრადიციული კერძები (მეხუთე კლასის მოსწავლეები) 4. კოსტუმირებული წარმოდგენა. (მესამე კლასის მოსწავლეები).