პროფესიული ორიენტაციის განვითარებისათვის

გადაწყვეტილებები, რომლებსაც ახალგაზრდები იღებენ სასკოლო პერიოდში, მთლიანად პოულობს ასახვას მათ მომავალ ცხოვრებაზე – განათლების და შემდგომი განვითარების ეტაპებზე, დასაქმების პერსპექტივაზე, სოციალიზაციის უნარებზე, ფინანსებსა და ჯანმრთელობაზეც კი!
👩‍🎓💙
გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი Podic – პროფესიული ორიენტაციის და განვითარების საერთაშორისო ცენტრსა და „ლამპარი“ ქ. თბილისის საშუალო სკოლა – ს შორის. http://lampari2011.ge/ მემორანდუმის ფარგლებში ორივე მხარე იღებს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას თანამშრომლობის გზით განახორციელოს სკოლა „ლამპარის“ მოსწავლეებისთვის შემეცნებითი და განმავითარებელი აქტივობები.
✨💜
მისასალმებელი და დასაფასებელია, როდესაც სკოლის ადმინისტრაცია აცნობიერებს განათლების სისტემაში საშუალო საფეხურის საკვანძო მნიშვნელობას და მოტივირებულია დანერგოს სასწავლო დაწესებულებაში ის მეთოდოლოგია, ის პროცესები და აქტივობები რაც ხელს შეუწყობს თითოეული მოსწავლის გაცნობიერებულ პროფესიულ ორიენტაციას და საფუძველს ჩაუყრის კარიერული განვითარების წარმატებულ დაგეგმარებას.
 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *