მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება. სკოლა ლამპარის მერვე კლასმა ამ დღესთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩაატარა ღონისძიება. მოსწავლეებმა ისაუბრეს დაუნის სინდრომის, მისი გამომწვევი მიზეზების, სტატისტიკის შესახებ და ა.შ. აუდიტორია დიდი მონდომებით ჩაერთო მოსწავლეების მიერ მომზადებულ აქტივობაში – მითია თუ რეალობა.
მოსწავლეებმა მოამზადეს ვიდეორგოლი, ჩაატარეს ქუჩის გამოკითხვა. აქ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ საზოგადოებას ნამდვილად ესაჭიროება ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით და ჩვენი ღონისძიების მიზანიც სწორედ ეს იყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *