ინფორმაცია სკოლაში პანდემია Covid-19-ის გამოწვევების პარალელურად გატარებული ღონისძიებების თაობაზე.

1. სკოლის შემოსასვლელში განთავსებულია დეზობარიერი, ასევე სკოლის მთელ ტერიტორიაზე – შესასვლელში, სართულებზე – განთავსებულია ხელის სადეზინფექციო საშუალებები.

2. სკოლის სველი წერტილები უზრუნველყოფილია ცხელი წყლით, ერთჯერადი ხელსახოცებით, ტუალეტის ქაღალდითა და თხევადი საპნით

3. პირველ სართულზე დამატებით მოეწყო ხელსაბანი ნიჟარები.
4. სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება ათის ნახევარზე.
5. მოსწავლეების მიიღება 2 ეტაპად – ცხრის ნახევრიდან ათის ნახევრამდე სკოლა იღებს დაწყებით – I-VIკლასებს.
6. 10 საათიდან დაიწყება უფროსკლასელთა, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მიღება. ისინი სასწავლო პროცესში ჩაებმებიან მეორე გაკვეთილზე.
7. საბაზო და საშუალო საფეხურის კლასების ცხრილით განსაზღვრული პირველი გაკვეთილი გადაინაცვლებს ბოლო გაკვეთილზე.
8. დასვენებების ხანგრძლივობა გაკვეთილებს შორის განისაზღვრა 5 წუთით.
9. მოსწავლეთა ნაკადს არეგულირებს მორიგე პედაგოგების ჯგუფი.

10. სკოლის ტერიტორიაზე შემომსვლელ ყველა პირს დისტანციური თერმომეტრის მეშვეობით გაეზომება ტემპერატურა. 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის აღმოჩენის შემთხვევაში, პირი გადაყვანილი იქნება იზოლირებულ ოთახში.

11. სავალდებულოა, პირბადეების ტარება სკოლის მთელ ტერიტორიაზე, ყველა პერიოდში, საკლასო ოთახებსა თუ საერთო თავშეყრის სივრცეებში ყოფნის და გადაადგილებისას ყველა პირისათვის, გარდა I-IV კლასის მოსწავლეებისა . მათ პირბადის ტარების ვალდებულება ეკისრებათ მხოლოდ საერთო თავშეყრის სივრცეში ყოფნის და გადაადგილებისას.
12. სავალდებულოა დისტანცირების და დეზინფექციის წესების დაცვა.
13. სამუშაო სივრცეში (დერეფნები, კარებები, კიბის უჯრედები, შესასვლელები და ა.შ.) განლაგებულია სავალდებულო / საინფორმაციო მიმთითებელი ნიშნები, რომლებიც შეახსენებს დასაქმებულებს შემდეგ საკითხებს: პირადი ჰიგიენის დაცვა (ხელის ხშირი დაბანა / დეზინფექცია); დისტანცირება (მინიმუმ 2– მეტრიანი დისტანციის დაცვა სხვა დასაქმებულებთან); ფიზიკური კონტაქტის აკრძალვა (გადახვევა, გადაკოცნა, ხელის ჩამორთმევა და ა.შ.); საკონტაქტო ინფორმაცია (ვის უნდა დაუკავშირდნენ სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში).
14. ყველა საკლასო ოთახსა და დერეფანში განთავსებულია სამედიცინო ნარჩენების ურნა (დახურული), რომელსაც თან აქვს დართული შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი „მხოლოდ სამედიცინო ნარჩენებისთვის“, სადაც ჩაიყრება გამოყენებული პირბადეები და ხელთათმანები. სამედიცინო ნარჩენებს კანონის მოთხოვნის მიხედვით შესაბამისი ავტორიზაციის მქონე კონტრაქტორი გაიტანს.
15. სალასო ოთახებში მერხებს შორის დაცულია ერთმეტრიანი დისტანცია.
16. ყოველდღიურად, სასწავლო დღის დაწყებამდე და ყოველ 2 საათში, ჩატარდება სკოლის სამუშაო სივრცის, სველი წერტილების, საკლასო ოთახების, კიბის უჯრედების კარებების სახელურების სრული დეზინფექცია. ამისათვის გამოყენებული იქნება სპეციალური სადეზინფექციო საშუალებები . პროცედურებს განახორციელებენ დამლაგებლები და კლასის ხელმძღვანელები, რომლებიც უზრუნველყოფილი არიან საჭირო აღჭურვილობით.

17. მუდმივად განხორციელდება სკოლის სივრცის ბუნებრივი ვენტილაცია.
18. სკოლას აქვს საჭირო მარაგი ყველა საჭირო ინვენტარის, თერმომეტრების, პირბადეების, ხელისა და იატაკის სადეზინფექციო სითხეების.
19. მოწყობილია და საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი სამედიცინო ოთახი და ოთახი ცხელებიანი მოსწავლეებისათვის.
20. ვინაიდან დროებით შეჩერებულია ბუფეტების ფუნქციონირება, მოსწავლემ თან უნდა იქონიოს საკვები ლანჩბოქსით.
21. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებამდე სასკოლო წრეების ფუნქციონირება შეჩერებულია.

22. მშობლებთან კომუნიკაცია მოხდება სისტემატიურად სქულბუქის მეშვეობით, საჭიროების შემთხვევაში ჩაინიშნება ონლაინშეხვედრა.












კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *