„დაიცავი ოზონის შრე – დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე!“

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით ჩატარდა ახალგაზრდული კონკურსი „დაიცავი ოზონის შრე – დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე“.
კონკურსში მონაწილეობა ოცდათხუთმეტმა სკოლის მოსწავლემ მიიღო და შერჩეულ ოთხ მონაწილეს ახალგორიდან, ქვემო ალვანიდან, რუსთავიდან და თბილისიდან გადაეცათ ჯილდოები ოზონის შრის შესახებ საუკეთესო ესეებისა და “ატმოსფერული ჰაერის დაცვის” შესახებ ვიდეომიმართვების მომზადებისათვის.
ესეების კონკურსში III ადგილი სკოლა „ლამპარის“ X-კლასელმა მოსწავლემ სესილი ჩაჩანიძემ მოიპოვა, რომელიც სიგელითა და 300–ლარიანი პრემიით დაჯილდოვდა.
საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებიდან ამოღების მიმართულებით, თუმცა მომავალში მეტად უნდა ვიზრუნოთ გარემოსდაცვით განათლებაზე, ცხოვრების მწვანე წესის შემოღებაზე, წარმოებისა და მოხმარების მდგრადი პრაქტიკის დანერგვაზე“ – განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალს ლუიზა ვინტონი, საქართველოში UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელიც ესწრებოდა.
სესილის ხელმძღვანელი ქართული ენის პედაგოგი ია ჯღარკავა გახლდათ.




კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *