ჩვენ გთავაზობთ

     

  გახანგრძლივებული სწავლება

დაწყებითი სკოლის (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის გთავაზობთ გახანგრძლივებულ სწავლებას გაკვეთილების დასრულებიდან 18:00 საათამდე. აღსაზრდელებს მოემსახურებიან კვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც პასუხს აგებენ მოსწავლეთა კვებაზე, დასვენებაზე და საშინაო დავალებების შესრულებაზე.

 გახანგრძლივებული სწავლების მიზნებია:

  • განახორციელოს მშობელთა ხელშეწყობა;
  • თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებში, პედაგოგების ზედამხედველობით, დაეხმაროს მოსწავლეებს  დავალებების  მომზადებაში;
  • განახორციელოს დავალებების შესრულების დროს სწორი მიმართულების მიცემა, მოსწავლეთა თვალსაწიერის, მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარება, ხელი შეუწყოს სწავლა-სწავლების პროცესში დამოუკიდებელად მუშაობის უნარების განვითარებას.
  •   წრეები

 

სკოლაში მოქმედებს მათემატიკის, მეტყველების და ქართული ცეკვის წრეები.

მათემატიკის საწრეო  მუშაობის მიზანია  მოსწავლეებში მათემატიკისადმი  ინტერესის  გაღვივება,  გაკვეთილზე უკვე მიღებული  ცოდნის  გამოყენება  არა საპროგრამო ამოცანებსა  და საკითხებზე  სამუშაოდ, აგრეთვე საგნის  სიღრმისეული  ცოდნა,  მოტივაციის ამაღლება  სახალისო და  საინტერესო სავარჯიშოებით .  კეთებით სწავლება  სწავლის  სწავლებისთვის.

მეტყველების წრის მიზანია: ზეპირ მეტყველების უნარის  გაუმჯობესება, (ბგერების სწორი წარმოთქმა, ემოციების გამოხატვა ბგერებით)  სწორი  ინტონაციისა და საკომუნიკაციო უნარების დახვეწა. კითხვის ტექნიკის დახვეწა; კითხვის სტრატეგიების დაუფლება, დამოუკიდებელი აზროვნების გამოვლენა და ჩამოყალიბება.

ცეკვის წრეზე მოსწავლეები დაეუფლებიან ქართული ცეკვის ძირითად ელემენტებს რათა  შეძლონ ინტერპრეტაცია ნაცნობი მუსიკალური მასალი საფუძველზე.

 

  • საკორექციო ჯგუფები

იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის, ან სხვა მიზეზების გამო განიცდიან ჩამორჩენას ან გარკვეულ სირთულეებს სწავლის პროცესში, სკოლა მათ სთავაზობს დამატებით მეცადინეობებს სხვადასხვა საგნებში. კლასის პედაგოგი საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ აძლევს მოსწავლეებს ინდივიდუალურ მითითებებს, დავალებებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლისთვის  რთულად დასაძლევი მასალის ათვისებას და განმტკიცებას.

 

 

ფსიქოლოგი

 

 სკოლაში ფუნქციონირებს ფსიქოლოგის სამსახური. გამოცდილი და კვალიფიციური ფსიქოლოგი აქტიურად თანამშრომლობს მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და ადმინისტრაციასთან.

  ფსიქოლოგის სამსახური ხელს უწყობს მოსწავლეს სწავლასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრაში, თვალყურს ადევნებს აღსაზრდელის სრულყოფილ ფსიქიკურ განვითარებას ყოველ ასაკობრივ საფეხურზე, რისთვისაც ატარებს სათანადო მუშაობას მოსწავლეებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან და ადმინისტრაციასთან.

იგი ასევე ხელს უწყობს პირველკლასელთა სასკოლო გარემოსთან ადაპტაციას, იკვლევს მოსწავლის სოციალური ქცევის ფსიქოლოგიურ მიზეზებს და უწევს შესაბამის ფსიქოლოგიურ დახმარებას კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ჯანსაღი ფსიქოლოგიური ურთიერთობების დამყარებას.

 

ფსიქოლოგიური სამსახური ასევე საჭიროების შემთხვევაში, აქტიურად მუშაობს სსსმ მოსწავლესთან, იკვლევს რთული ბავშვების ინდივიდუალურ თავისებურებებს, ატარებს ლექციებს, საუბრებს პედაგოგ-აღმზრდელთა, მშობელთა და აღსაზრდელთა ფსიქოლოგიური კულტურის ასამაღლებლად, ახორციელებს მოსწავლეებზე დაკვირვებას, ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციას.

ბიბლიოთეკა

 

შპს „ქ.თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის„ ბიბლიოთეკა არის სკოლის სტრუქტურული ერთეული, რომელშიც განთავსებულია ბიბლიოგრაფიული ფონდი, საგანმანათლებლო ერთეულების სახელმძღვანელოები, დამხმარე და მეთოდური ლიტერატურა, ბეჭდვითი გამოცემები და სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომები, მხატვრული, საინფორმაციო და სხვა სახის ლიტერატურული და საინფორმაციო მასალა.

სკოლის ბიბლიოთეკა წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათელებლო სამეცნიერო-ინფორმაციულ ორგანოს, რომლის ძირითადი დანიშნულებაა სრულად და ეფექტურად გამოიყენოს  თავისი ფონდები და სხვა საბიბლიოთეკო რესურსები მოსწავლეებისა და მასწავლებლების საგანმანათლებლო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებად, ასევე მასწავლებელთა პროფესიული სრულყოფის, მოსწავლეთა განათლების, კულტურისა და ზოგადი წიგნიერების განვითარების ხელშესაწყობად.