“ღამე მუზეუმში”
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღის ფარგლებში, ევროპული აქცია „ღამე მუზეუმში“ ჩატარდა, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით 114 სახელმწიფო და კერძო მუზეუმი შეუერთდა.
“ლამპარელებმა“: ლიკა დადაჰავამ, ნინი სპირლიევამ, ლიზი ჩიმჩიურმა, მარიამ ღაღანიძემ, ლიზა ჩიჩუამ, სალომე უდუმაშვილმა და ეკა ხუბულურმა პედაგოგ ია ჯღარკავასთან ერთად ზურაბ წერეთლის საგამოფენო დარბაზი, ეროვნული გალერეა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე დაათვალიერეს.