სამოდელო გაკვეთილი პედაგოგი: მანანა ჭელიძე

სამოდელი გაკვეთილი III – კლასი
პედაგოგი: მანანა ჭელიძე
თემა : დარის ღრუბელი

16 მაისს შპს „ქ.თბილისის საშუალო სკოლა ლამპარში“ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მანანა ჭელიძემ, III კლასში ჩაატარა სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ბუნებისმეტყველებაში. თემა „დარის ღრუბელი“.
გაკვეთილი წარიმართა ე.ს.გ.-ის მიზნების შესაბამისი საინტერესო აქტივობებით. მოსწავლეები ხალისითა და წარმატებით ასრულებდნენ დავალებებს, გამოავლინეს ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარ-ჩვევები, საგნის ცოდნა და სიყვარული, ახალი მასალის ათვისების სურვილი და დიდი ინტერესი.
წარმატებებს ვუსურვებთ პედაგოგსა და მოსწავლეებს!




კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *