ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებს შორის ჩატარდა სპორტული შეჯიბრი „მხიარული სტარტები“.
მოსწავლეები რამდენიმე კვირის განმავლობაში სპორტის გაკვთილებზე ემზადებოდენენ აღნიშნული შეჯიბრისთვის და მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს.
აქტივობამ ძალიან ხალისიანად ჩაიარა. პატარების მონდომება და ემოციები გადამდები იყო დამსწრე პირებისთვის და ჟიურის წევრებისთვის. შეჯიბრი ფრედ დამთავრდა და ყველა მონაწილე წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა სიგელით.