გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება

2022 წლის 2 მაისს  ქ. თბილისის საშუალო სკოლა ლამპარში გაიმართა სასკოლო კონფერენცია. ღონისძიება განხორციელდა ინგლისური ენის პედაგოგის ინიციატივით სასკოლო პროექტის – “გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება” – ფარგლებში. მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე ისაუბრეს ჰაერის, მიწის, წყლის დაბინძურებაზე, გადაშენების პირას მდგარი ტყისა და ზღვის ბინადრების შესახებ, ასევე იმსჯელეს ატომურ საფრთხეებზე.

კონფერენციის მეორე თემა უსაფრთხოებისა და სასკოლო წესრიგის დაცვის მექანიზმების დებულების შესაბამისად, დისკრიმინაციის წინააღმდეგ და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცისკენ იყო მიმართული.  მოსწავლეებმა საკმაოდ საინტერესოდ მიმოიხილეს დისკრიმინაციის რამდენიმე სახეობა, ასვე ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი კვებითი ჩვევების და ფიზიკური აქტივობების მნიშვნელობები.

გარდა ზემოთ ჩამოთვლისისა, კონფერენციის მიზანი მოსწავლეებში საპრეზენტაციო და ინგლისურ ენაზე მეტყველების უნარების განვითარებაც გახლდათ. კონფერენციის დსასრულს გაიმართა დისკუსია და კითხვა პასუხი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *