სკოლა “ლამპარის” 3 კლასის მოსწავლეებმა წლის დასარული ინგლისური სპექტაკლით აღნიშნეს. პედაგოგმა ელზა თურმანიძემ დადგა სპექტაკლი “ზარმაცი პრინცესა”. მოსწავეებმა თამამად მოირგეს მეფის, დედოფლისა თუ ელფის როლი, თამამად წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე და ძალიან ლამაზი დღე აჩუქეს მაყურებლებს. ჩვენ სკოლაში ხშირად ტარდებოდა სპექტაკლები უცხო ენაზე და მომავალშიც გაგრძელდება.