იტალიური ენის ოცდამეერთე მსოფლიო კვირეული

🇬🇪🇮🇹იტალიური ენის ოცდამეერთე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში სკოლა “ლამპარში” ჩატარდა არაერთი ღონისძიება. კვირეულის განმავლობაში, რომელიც წელს დიდ იტალიელ პოეტს ეძღვნებოდა, სკოლის მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით მიიღეს მონაწილეობა ისეთ ინტერაქტიურ შემეცნებით აქტივობებში, როგორიცაა: “ბუმბერაზების შეხვედრა” (წარმოსახვითი დიალოგი დანტე ალიგიერისა და დიდ ქართველ პოეტს შოთა რუსთაველს შორის) დაწერეს თემა და შეასრულეს ნახატები ასევე უშუალოდ “ღვთაებრივი კომედიის” თემატიკაზე. წარმატებულ მონაწილეებს იტალიის საელჩოსაგან გადაეცემათ დიპლომები.
მეშვიდე კლასი: ლიზი ბახუაშვილი თემა “შეხვედრა ორ ბუმბერაზს შორის”; სალომე მაზანაშვილი ნახატი, ნინო ფხალაძე ორი ნახატი და დიალოგი;
მეხუთე კლასი: გვანცა შერმადინი ნახატი.
 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *