ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი

1-ელ მარტს ,,საშუალო სკოლა ლამპარის” IX, X კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, თეკლა მოდებაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს გენიალური პოეტის ბიოგრაფია და შემოქმედება, მოისმინეს მისი ლექსები და ჩაერთნენ მუზეუმის მიერ შემოთავაზებულ აქტივობებში. სრულად ნახვა

ექსპერიმენტორიუმი

22 იანვარს VII(1) და VII(2)კლასები,დამრიგებლებთან, თეონა გიორგაძესთან და ნინო გოგოხიასთან ერთად იმყოფებოდნენ ექსპერიმენტორიუმში. მოსწავლეებმა იხილეს ფიზიკის კანონებზე დამყარებული ექსპონატები და მიიღეს მონაწილეობა ექსპერიმენტების ჩატარებაში. ვიზიტის მიზანი იყო,განვლილი მასალის პრაქტიკულად აღქმა და საგნისადმი მოტივაციის ამაღლება.  

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

,,შ.პ.ს ქ. თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის“ 6 (1) კლასი, დამრიგებელთან – სოფო შაორშაძესთან ერთად საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვია. კლასმა შეისწავლა ნუგზარ შატაიძის მოთხრობა ,,ჩემი უბნის სამკითხველო“. ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ, ჩვენ ერთად გაგვიჩნდა სურვილი გვენახა საქართველოს უმდიდრესი მატერიალური საგანძური. მოვინახულეთ სრულად ნახვა

იაკობ გოგოებაშვილი

შპს “ქ. თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის” მეხუთე მეორე კლასის მოსწავლეები ეწვივნენ იაკობ გოგებაშვილის სახლ- მუზეუმს. მანამდე შეისწავლეს მისი ბიოგრაფია, გაეცნენ მის შემოქმედებას. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოისმინეს დამატებითი ინფორმაცია გოგებაშვილზე, დაათვალიერეს მისი სამყოფელი. ნახეს იაკობის მიერ დაარსებული სკოლა. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები სრულად ნახვა

ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმი

    სკოლა ,,ლამპარის“ 72 კლასი იმყოფებოდა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. ბავშვებმა მოინახულეს მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის უდიდესი პიროვნების – ილია ჭავჭავაძის საცხოვრებელი გარემო.  ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი 1951 წელს დაარსდა პოეტისა და მეცნიერის გიორგი ლეონიძის ინიციატივით. სახლი, სრულად ნახვა

იაკობ გოგოებაშვილი

1 ღვინობისთვე. ოქროსფერი შემოდგომის თბილი, მზიანი და ხალისიანი დღე მიგვაცილებდა დიდებული მამულიშვილის- ი. გოგებაშვილის სახლ-მუზეუმისაკენ ვარიანში. პატარებმა ამ დღისთვის კარგა ხნით ადრე დაიწყეს მზადება: გაიხსენეს იაკობის ბიოგრაფია, მისი დამსახურება,საკუთარი ქვეყნის წინაშე. გადაიკითხეს მისი ცნობილი ნაწარმოებები. „გაგონილს ნანახი სჯობიაო“. პატარები გააოცა სრულად ნახვა

მცხეთა–შიომღვიმე

16 ივნისს 8 კლასმა მოინახულა  ე, მიზანი: ისტორიული ქალქის მცხეთის მნიშვნელოვანი ობიექტების მონახულება,კერძოდ ჯვრის მონასტრიის,საიდანაც კარგად ჩანს ქ.მცხეთის ლანდშაფტი,ასევე მდინარე მტკვრის და არაგვის შეერთება,რის შემდეგ მოინახულეს სარკინეს ქედის სამხრეთ კალთაზე VI საუკუნეში ასურელი მამის შიოს მიერ დაარსებული მამათა მონასტერი.   სრულად ნახვა

სვეტიცხოველი-ჯვარი-სამთავრო

III – კლასმა სვეტიცხოველი-ჯვარი-სამთავრო მოინახულა. საკრალური ადგილი, სადაც ღმერთნი ღმერთობენ,მეფენი კი მეფობენ. სასწავლო გასვლა ემსახურებოდა წმინდა ადგილების სვეტიცოველის,ჯვრისა და სამთავროს უფრო ახლოს გაცნობას, მოლოცვას, წინაპართა ნატერფალზე სიამაყითა და მოკრძალებით გავლას. მოსწავლეებმა გ.ჩოხელის საფლავზე პოეტის ლექსები წაიკითხეს.  

ეთნოგრაფიული მუზეუმი

31.05.2022 II(2) კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებელთან ლელა კუპრეიშვილთან და გახანგრძლივებულის პედაგოგთან ლეილა კობაიძესთან ერთად ეწვივნენ ეთნოგრაფიულ მუზეუმს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამეგრელოსა და გურიის საჯალაბო ოდა სახლები, იქვე იმერეთში იმოგზაურეს და მარანი თავისი საწნახელით დაათვალიერეს. ისინი ეზიარნენ საქართველოს მრავალფეროვან ეთნოკულტურას.  

სიღნაღი, ბოდბე

7 მაისს 10-11 კლასი პედაგოგ ინგა ბიძიშვილთან და ქეთევან სარალიძესთან ერთად იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე სიღნაღი-ბოდბე..მიზანი გახლდათ ქიზიყის მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების მონახულება,კერძოდ მოილოცეს ბოდბის მონასტერი, რომელიც წმ.ნინოს დაკრძალვის ადგილასაა აგებული, ასევე დაათვალიერეს ქ.სიღნაღი ,რომლის არქიტექტურა,ლამაზი ქუჩები და ხედები ალაზნის ველსა და კავკასიონოს სრულად ნახვა