საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

,,შ.პ.ს ქ. თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის“ 6 (1) კლასი, დამრიგებელთან – სოფო შაორშაძესთან ერთად საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვია. კლასმა შეისწავლა ნუგზარ შატაიძის მოთხრობა ,,ჩემი უბნის სამკითხველო“. ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ, ჩვენ ერთად გაგვიჩნდა სურვილი გვენახა საქართველოს უმდიდრესი მატერიალური საგანძური.
მოვინახულეთ მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ქართველოლოგიის დარბაზი. იტალიურის, გერმანულისა და ფრანგულის შემსწავლელთათვის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შექმნილია საუკეთესო გარემო. დავათვალიერეთ აღნიშნული ენების სამკითხველო დარბაზები, ასევე მედიათეკა, რომელმაც წარუშლელი ემოცია დაგვიტოვა.
ვნახეთ ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალ-გაზეთი ,,ივერია“, ვეფხისტყაოსნის პირველი ვახტანგისეული გამოცემა, მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით. ასევე ვნახეთ სახარების ქართულენოვანი ხელნაწერები, რომლებიც მოღწეულია V საუკუნიდან ძირითადად ოთხთავების სახით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვნახეთ თითოეული წიგნისა თუ გაზეთის ორიგინალი ვერსია.
იმდენად დადებითი ემოციებით დავბრუნდით, რომ დარწმუნებული ვარ, მოსწავლეები როდესაც გაიზრდებიან და დაიწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას, ძალიან ხშირი სტუმრები იქნებიან ეროვნული ბიბლიოთეკის და შემდეგში თავადაც გაამდიდრებენ მის ფონდს.
ძალიან დიდი მადლობა ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას გულთბილი მასპინძლობისათვის.
 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *