2023-2024 სასწავლო წელი

შპს „ქ. თბილისის საშუალო სკოლა ლამპარი“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას პირველ კლასში 2023-2024
სასწავლო წლისთვის.
რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ?
! სკოლის საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებული ჰარმონიული ურთიერთობებია, რაც მოსწავლეებისთვის სწავლის პროცესს სასიამოვნოს და შედეგზე ორიენტირებულს ხდის.
! სკოლა ზრუნავს მოსწავლეებში განავითაროს ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი. ამისათვის გთავაზობთ:
1.ქართულის, მათემატიკის
და ინგლისური ენის გაძლიერებულ სწავლებას, მაღალი დონის
სასწავლო მასალებისა და საინტერესო
პროგრამების მეშვეობით.
2. ჭადრაკის სწავლებას I-VI კლასებში;
3. კითხვის უნარების განვითარებას დამატებითი საგნის სწავლებით.
! სკოლა ცდილობს მოსწავლეებს განუვითაროს დამოუკიდებელად სწავლის უნარ-ჩვევები. ამისათვის გთავაზობთ:
1. გახანგრძლივებულ სწავლებას, სადაც მოსწავლეები საშინაო დავალებებს მოამზადებენ დამოუკიდებლად. პროცესის სწორად წარმართვის მიზნით, მათ მეთვალყურეობას უწევს გახანგრძლივებულის კვალიფიციური პედაგოგი;
! ჩვენ ვცდილობთ გამოვავლინოთ მოსწავლეების ინდივიდუალური შესაძლებლობები და ინტერესების სფერო. ამისთვის სკოლაში ფუნქციონირებს ფასიანიწრეები:მეტყველება, ცურვა, ქართულიცეკვა, ხატვა, მათემატიკა, ინგლისური;
! პროგრამის ვერ დაძლევის შემთხვევაში, სკოლა გთავაზობთ უფასო დამატებით გაკვეთილებს (მოსწავლეთა შერჩევა ხდება მათ შეფასებაზე დაყრდნობით).
! მრავალფეროვანი აქტივობები ბავშვებს უადვილებს სწავლის პროცესს და აყვარებს სასკოლო გარემოს.
მოსწავლეები
შესაბამის კლასებში ჩაირიცხებიან ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.
დამატებითი ინფრომაციისთვის მოგვმართეთ:
T – 599553818; 2661383
მის“ ჭყონდიდელისქ. N 56
ვებ გვერდი: lampari2011.ge
ფეისბუქ გვერდი : სკოლა ლამპარი /school lampari

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *