სკოლა ,,ლამპარის” 7(1) კლასი, დამრიგებელ სოფო შაორშაძესთან ერთად ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმს ესტუმრა საგურამოში. მოსწავლეებმა იხილეს მწერლის მომერიალური ნივთები, მწერლის ხელნაწერები, XIX საუკუნის ქართული და უცხოეთის სახვითი ხელოვნების ნიმუშები, რომელთა შორისაა: ფრანგი მხატვრის გარნიეს „ჟაკ დე მოლის მიღება ტამპლიერების ორდენში“, ლადო გუდიაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, უჩა ჯაფარიძის ნამუშევრები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ჭურჭელი, ავეჯი და სხვა. ილიას გარდაცვალების შემდეგ, მისმა ცოლმა ოლღა გურამიშვილმა საგურამოს სახლი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცვა, სადაც ჯერ დაწყებითმა სკოლამ დაიწყო ფუნქციონირება, შემდეგ კი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი გახდა. ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება, არაფორმალურ გარემოში შეხვედრა და კულტურული ძეგლებისადმი პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება. 🫶

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *