ექსკლუზიურად PDA-სთან პარტნიორობით, სკოლა ლამპარის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის, სამკურნალო საშუალებების ლაბორატორია- გლობალ ტესტში ღია კარის დღე მოეწყო
მოსწავლეებს და მათი ბიოლოგიის პედაგოგს მეგზურობა, ლაბორატორიის დირექტორმა ნინო ჯინჯოლავამ გაუწია და ახალგაზრდებს შიდა, ორგანიზაციული სტრუქტურა სიღრმისეულად გააცნო.
– ,, პირველი ეტაპი ლაბორატორიის საქმიანობის გაცნობით დავიწყეთ, დავათვალიერეთ ტექნიკური აღჭურვილობა, ვისაუბრეთ თითოეული მათგანის მნიშვნელობაზე.
შემდეგი ეტაპი, კითხვა-პასუხის რეჟიმში გავაგვრძელეთ.
გამოვყავით მედიკამენტების ტიპები, ასევე განვიხილეთ თუ როგორი სახით შეძლება იყოს წარმოდგენილი თითოეული მათგანი საქართველოს ბაზარზე.
მოსწავლეებმა დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები, რომ ეს შეიძლება იყოს (აბების, ამპულების,კაფსულების,სუსპენზიების სახით)…
ყურადღების მიღმა არც მიკრობიოლოგიის განყოფილება დაგვრჩა, მოვინახულეთ სხვადასხვა დანადგარები, რომლითაც მიკრობები ნადგურდება.
ერთი სიტყვით, მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი გახლდათ ჩვენი სტუმრობა და მათი მასპინძლობა,ბევრი სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია შევიძინეთ.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისა და გაწეული შრომისთვის”- ქეთი სარალიძე, სკოლა ლამპარის ბიოლოგიის პედაგოგი