სკოლა ,,ლამპარში“ ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით დაარსდა ლიტერატურული კლუბი ,,წიგნიერი”. კლუბის უპირველესი მიზანია მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება. აქ ბავშვები მათთვის სასურველ დროს კითხულობენ, საუბრობენ წაკითხულ წიგნებზე, ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებსა და ემოციებს.
მომავალში ვგეგმავთ ფილმების ჩვენებას, დისკუსიებს, რაც, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებას. ჩვენი თითოეული შეხვედრა იქნება განსხვავებული სტილისა და ფორმატის.
პირველ შეხვედრაზე ვისაუბრეთ სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურაზე და ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები. ბავშვებს ძირითადად აინტერესებთ სათავგადასავლო და დეტექტიური წიგნები. გამოიკვეთა, რომ უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს არა ქართულ, არამედ უცხოენოვან ლიტერატურას. კლუბი აუცილებლად იზრუნებს , რომ ბავშვებს მოაწონოს და შეაყვაროს ქართული მწერლობა.
კლუბის წევრობა არ არის სავალდებულო, სხვადასხვა შეხვედრასა და ღონისძიებაში მონაწილეობენ მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ. სწორედ თავისუფალი არჩევანი განაპირობებს მოტივაციის ზრდას და შედეგად უმრავლესობა ერთვება კლუბ ,,წიგნიერის” ცხოვრებაში.