ვინ უკეთ იცის ქიმია

2022 წლის 28 მარტს სკოლა ,,ლამპარი”-ს მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით და სკოლის დირექციის მხარდაჭერით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში ქიმიაში:,,ვინ უკეთ იცის ქიმია”. თამაშის მიზანი: შეძენილი უნარ- ჩვევების გამოვლენა. მიღებული ცოდნის სისტემაში მოყვანა. მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. სასკოლო ღონისძიება-არაფორმალურ გარემოში სწავლება,ეყრდნობა ამერიკელი ფსიქოლოგის ჰორვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორას.ამ თეორიის გამოყენებით მოსწავლეებმა შეძლეს სწავლის ახალი გზების აღმოჩენა, გაგება და შეფასება. ეს კი აამაღლებს მათ მოტივაციას და სასწავლო პროცესში ჩართულობას. ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდნენ მე-8, მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეები. ჟიური წარმოდგენილი იყო მე-11კლასის მოსწავლეებით.
გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი.
სიგელი გადაეცა ყველა მონაწილეს. გამოვლიდა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულიც.
თამაში წარიმართა ურთიერთპატივისცემის და თანამშრომლობით გარემოში. სამივე გუნდმა სიგელი,,სამართლიანი ჟიურის თავმჯდომარე”- ერთხმად გადასცა გიგა ალიაშვილს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *