“დებატების კონკურსი”

დებატების კონკურსი“ მოგებულია!
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “დებატების კონკურსის“ – “ეკოსისტემური სერვისები თუ ინფრასტრუქტურა” – დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
დებატებში სააპლიკაციო ფორმაზე დაყრდნობით შერჩეული სხვადასხვა სკოლის 12 მოსწავლე, მათ შორის, IX- კლასელი “ლამპარელი“ სესილი ჩაჩანიძეც, მონაწილეობდა, რომლებმაც დასკვნით ღონისძიებამდე თეორიული და პრაქტიკული სწავლება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიარეს.
მონაწილეებმა კრწანისის ტყე-პარკის განვითარების სამი განსხვავებული მოდელი წარმოადგინეს.
დაძაბულ ბრძოლაში სესილის 4 -კაციანმა გუნდმა “რეკრეაციამ“ მოიგო!
პროექტს ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი უძღვებოდა.
საპატიო სტუმარი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი გახლდათ.
კონკურსს 10 კომპეტენტური ჟიურის წევრი აფასებდა.
სესილი კონკურსში პედაგოგ ია ჯღარკავას ინიციატივით ჩაება!
გამარჯვებულებს ფულადი პრემია, წიგნები და სხვა ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

https://www.facebook.com/watch/?v=449588042460194




კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *