XI კლასი დამრიგებელთან, თეკლა მოდებაძესთან ერთად ეწვია ქართლს, ძამას ხეობას. მოსწავლეებმა მოინახულეს ბატეთის ულამაზესი ტბა, მოილოცეს სარკინეთის მამათა მინასტერი, რომელიც შიო მღვიმელის სახელობის კლდეში ნაკვეთი ეკლესიას წარმოადგენს, სარკინეთის შიო მღვიმელის ეკლესია XIV საუკუნის შემდეგ პირველია, რომელიც კლდის გამოქვაბულში აშენდა, მოილოცეს მზოვრეთისა მამათა და ორთუბნის დედათა შესანიშნავი მონასტრები. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებების მიზანია მოზარდებში საქართველოს კულტურული ძეგლების მიმართ პატივისცემის გაღვივება და მათ მიმართ დიდი ინტერესის გაჩენა.
ძამა