2 ივნისს,”თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის” 6(2) კლასი დამრიგებელთან,თეონა გიორგაძესთან ერთად შიდა ქართლს ესტუმრა. მოსწავლეებმა მოინახულეს: სამთავისი,რომელიც შუა საუკუნეების ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარია. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან,სამთავისის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. გორის ციხე-ისტორიული ციხესიმაგრე ქართლში,ქალაქ გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. 2006 წლის 7 ნოემბერს,საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია. გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სოფელ დიდ გორიჯვარში, გორიჯვრის მთაზე მდებარეობს. იგი XX საუკუნის ძეგლია. ტაძარი აგებულია ადრე შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესიის ადგილას 1920 წლის გორის მიწისძვრის შემდეგ. ნაგებია აგურით. ეკლესიას აქვს თაღოვანი კარი და სარკმლები. ტაძრის გვერდით დგას აგურითვე ნაგები სამრეკლო, რომლის მეორე სართულიც ოთხივე მხარეს თაღითაა გახსნილი. ეკლესიას გარს ერტყმის VIII საუკუნის გალავანი, რომელიც საკმაოდ დაზიანებულია. გალავანი ორმაგია, მიჰვება მთის რელიეფს და გამაგრებულია კონტრფორსებით. ატენის სიონი-VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს გორიდან 12 კმ-ზე, ატენის ხეობაში,მდინარე ტანას მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე. ტაძრის კედლებზე ვხვდებით ასომთავრულ, ნუსხურ და მხედრულ წარწერებს. მათ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ ქართული პალეოგრაფიის, ენის ისტორიის, ძველი ქართული პოეზიისა და საქართველოს ისტორიის შესწავლისათვის.აქვეა, ისტორიული თვალსაზრისით,მეტად მნიშვნელოვანი წარწერა,რომელიც ეკუთვნის ბუღა თურქს. თარიღდება 853 წლით და წარწერაში აღნიშნულია,ბუღა თურქის მიერ,თბილისის დაწვის ისტორიული ფაქტი. უფლისციხე-კლდეში ნაკვეთი ქალაქი,კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. 2006 წლის 7 ნოემბერს,საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.მოსწავლეებმა მოინახულეს ღვინის დარბაზიც,სადაც გაეცნენ ოთხი სახეობის ღვინოსა და მათ მახასიათებლებს. (ხიხვი,ქისი,თავკვერი,ხვანჭკარა) ექსკურსიის მიზანი იყო კულტურული ძეგლების მონახულება,გაცნობა და მოსწავლეთა შეხვედრა არაფორმალურ გარემოში.