სამოდელო გაკვეთილი

27 მაისს შპს „ქ.თბილისის საშუალო სკოლა ლამპარში“ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მანანა ჭელიძემ, IV კლასში ჩაატარა გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენაში.
გაკვეთილის თემა „საკუთარ ბუდეში დატყვევებული“ საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის და ხალისით ჩაერთნენ დაგეგმილ აქტივობებში. თავი გამოიჩინეს ტექსტის მაღალ დონეზე გაგება-გააზრებით, საგნის ცოდნით, მსჯელობით, ობიექტური და სამართლიანი ურთიერთშეფასებითა და თვითშეფასებით, ჯგუფური მუშაობის უნარით. დაუბრკოლებლად მიაღწიეს დასახხულ მიზნებს და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.




კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *