პროფორიენტაცია

მიმდინარე სასწავლო წელს ჩვენს სკოლასა და „პროფესიული ორიენტაციის და განვითარების საერთაშორისო ცენტრს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი.

თანამშრომლობის ძირითადი მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს პროფესიის გაცნობიერებულად არჩევაში.

20 თებერვალს შედგა თანამშრომლობის პირველი ეტაპი და ჩვენი სკოლის მე-10; მე-11; მე-12 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტესტირება , რომელიც მიმართულია  პროფესიული თვითგამორკვევისათვის.

ტესტირების შედეგად გამოვლინდა თითოეული მოსწავლის ინტერესი, მიდრეკილებები, შესაძლებლობები, კომპეტენციები და პიროვნული მახასიათებლები. ტესტირების ინდივიდუალურ შედეგებზე დაყრდნობით, პროფესიული კონსულტირების ფარგლებში, დადგინდა  მიდრეკილებების შესატყვისობა სხვადასხვა პროფესიებთან. . ტესტირების შემდეგ მოსწავლეები კმაყოფილებას გამოთქვამდნენ და აღნიშნავდნენ, რომ უმეტესწილად მათი ინტერესის სფერო და გამოვლენილი შედეგი ერთმანეთთან თანხვედრაშია.

სკოლა ლამპარის ადმინისტრაცია და მოსწავლეები  მადლობას უხდის ცენტრის თანამშრომლებს  დახმარებისათვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *