1-ელ მარტს ,,საშუალო სკოლა ლამპარის” IX, X კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, თეკლა მოდებაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს გენიალური პოეტის ბიოგრაფია და შემოქმედება, მოისმინეს მისი ლექსები და ჩაერთნენ მუზეუმის მიერ შემოთავაზებულ აქტივობებში. მოსწავლეები კმაყოფილნი და შთაბეჭდილებებით აღსავსენი დაბრუნდნენ სკოლაში.