კოდალა

შპს საშუალო სკოლა
“ ლამპარის” 2(1) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ თეა გოგოლაძესთან ერთად ეწვივნენ სოციალურ საწარმოს “კოდალა” , რომელიც აწარმოებს ხის ეკო მეგობრულ სათამაშოებსა და დეკორატიულ ნაკეთობებს. მოსწავლეებმა აარჩიეს მათთვის სასურველი ცხოველები , დაამუშავეს და შეღებეს. ასევე ნახეს და მოისმინეს როგორ გაარჩიონ ხის ჯიშები ერთმანეთისგან. მოსწავლეებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, გადაეცათ სერტიფიკატები და დადებითი ემოციებით სავსეები დაბრუნდნენ შინ. მოცემული აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეების არაფორმალურ გარემოში დაახლოება და ხის მარტივად დამუშავების ტექნოლოგიების შესწავლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *