![](https://i2.wp.com/lampari2011.ge/wp-content/uploads/2023/10/380069516_1151602122466778_7410314838292528501_n.jpg?fit=840%2C1024)
20 ოქტომბერს ,,საშუალო სკოლა ლამპარის” VI კლასის მოსწავლეები დამრიგებელ თათია მარტინენკოსთან და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ თეკლა მოდებაძესთან ერთად იმყოფებოდნენ საგურამოში, ,,ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში.” მოსწავლეებმა იხილეს გენიალური მწერლის მემორიალური ნივთები, საცხოვრებელი გარემო და სამუშაო კუთხე. მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს წიგნიერების დონის ამაღლებასა და თვალსაწიერის გაფართოებას მოსწავლეებში.