,,საშუალო სკოლა ლამპარის” მე-9 კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან, თათია მარტინენკოსთან ერთად ეწვივნენ კახეთის რეგიონს. სოფელ წინანდალში მოინახულეს ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიული სახლ-მუზეუმი, სადაც დაცულია მე-19 საუკუნის უნიკალური ნივთები, იხილეს წინანდლის დეკორატიული ბაღი, რომელიც საქართველოში პირველი ევროპული ტიპის სარეკრეაციო ზონაა. მოსწავლეები ესტუმრნენ თელავში არსებულ ერეკლე II-ის სახლ-მუზეუმს, სადაც ინახება მეფის საბრძოლო იარაღები, ხელნაწერები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები და მეფე ერეკლეს სტამბაში დაბეჭდილი წიგნები. მსგავსი ღონისძიებების მიზანია მოზარდებში ქვეყნის მატერიალურ-კულტურული ძეგლების მიმართ პატივისცემის ჩამოყალიბება, თვალსაწიერის გაფართოება და არაფორმალურ გარემოში მოსწავლეთა დაახლოება.