ჩვენს სამშობლოში წელიწადის ყველა დრო შთამბეჭდავია, მათ შორის, შემოდგომაც. მასზე უამრავი მოთხრობა, ლექსი თუ სიმღერაა დაწერილი. რაკი შემოდგომა ხვავსა და ბარაქასთან, ჭრელაჭრულა ფერებთან და ოცნებებთან იგივდება, ჩვენი სკოლის V3 – კლასელები, ანუ ოქროსფერი ბავშვები, მას ხელგაშლილი დახვდენენ: რიგიანად უმასპინძლეს – მაჭარიც შესთავაზეს, თამაშიც და ერთად მეცადინეობაც.
„შემოდგომის კვირეულის“ ფარგლებში „ლამპარში“ საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობები ტარდება – კედლის გაზეთებისა და ნახატების გამოფენა, ლექსების, სიმღერებისა და ჩანახატების მომზადება, ექსკურსია–ლაშქრობა და სხვ.