
შპს “ქ. თბილისის საშუალო სკოლაში წარმატებით ჩატარდა PISA 2025 კვლევა.
PISA საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევაა, რომელსაც ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OECD) ახორციელებს. PISA-ს შედეგების ანალიზი ქვეყნებს სასკოლო სისტემაში არსებული მდგომარეობის შეფასებაში ეხმარება. კვლევის ფარგლებში ფასდება 15 წლის მოსწავლეების მზადყოფნა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. PISA 2025 რიგით მეცხრე კვლევაა, რომელიც 2000 წლის შემდეგ ტარდება და მასში 90-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.



