eTwinning

წელს ჩვენი სკოლა პირველად ჩაერთო ‘eTwinning Plus’ პლატფორმაზე და განახორციელა სამი საერთაშორისო პროექტი. ‘My mum’s portrait’ პროექტში ჩართული იყო 8 ქვეყნის 26 მასწავლებელი, მის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებს დაეხატათ დედის პორტრერტი და საბოლოოდ შექმნილიყო მათი ნამუშევრების ონლაინ გალერეა. პროექტის განმავლობაში ბავშვები სხვადასხვა აქტივობებით და საინტერესო აპლიკაციების გამოყენებით გაეცნენ სხვა ქვეყნის მოსწავლეების ნამუშევრებს, აღმოაჩინეს ნამუშევრებში კულტურული განსხვავებები, გაუჩნდათ ღრმა ინტერესი და დიდი მოტივაცია სამომავლოდაც ჩაერთონ მსგავს საერთაშორისო პროექტებში.

eTwinning ეს არის Erasmus+ის, განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის ევროპული პროგრამის მიერ თანადაფინანსებული პლატფორმა სკოლებისათვის, რომელიც საშუალებას იძლევა სკოლის პერსონალმა განახორციელოს მრავალფეროვანი აქტივობები სხვადასხვა სკოლებთან
.



კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *