ეკონომიკური და ფინანსური განათლების კლუბი

ჩვენ ,,ეკონომიკური და ფინანსური განათლების კლუბის” წევრები ვართ. ვისაუბრეთ შემდეგ საკითხებზე: რა არის სახელმწიფო ბიუჯეტი? საიდან ხდება სახელმწიფო ხაზინის შევსება. ასევე ზოგადი მიმოხილვა მოვახდინეთ საქართველოში არსებულ გადასახადებზე: საშემოსავლო გადასახადი, დღგ, მოგების გადასახადი, ქონების გადასახადი.

მხატვრული წერის კლუბი, ,,თავისუფლების მწერლები”

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის,მარიამ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით სკოლა ,,ლამპარში” მხატვრული წერის კლუბი, ,,თავისუფლების მწერლები” დაარსდა. პირველ შეხვედრაზე ვისაუბრეთ კლუბის დანიშნულებაზე,მიზნებსა და სამოქმედო გეგმებზე. მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ჩანახატები და ლექსები. ვისაუბრეთ მხატვრული წერის მნიშვნელობაზე თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, ბოლოს კი წერილობით სრულად ნახვა

სტუმრად ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში

18 ოქტომბერს, „სკოლა ლამპარის“ მე-7(1) და მე-7(2) კლასები დამრიგებლებთან, თეონა გიორგაძესთან და თათია მარტინენკოსთან ერთად, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა თემატურად შეისწავლეს წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნის დეტალები და იხილეს მისი რესტავრირებული სახე, რომელსაც ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი სრულად ნახვა

ექსკურსია ქუთაისში

5 ოქტომბერს სკოლა ლამპარის X კლასი დამრიგებელ – სოფო შაორშაძესთან ერთად ქუთაისს ესტუმრა. მოსწავლეებმა მოინახულეს ბაგრატის ტაძარი, ასევე პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეები. ბაგრატის ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, რომელსაც თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში. მოსწავლეებმა სრულად ნახვა

ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი

საშუალო სკოლა ”ლამპარის”4(2)კლასის მოსწავლეები 9 ოქტომბერს, მუსიკის პედაგოგთან , ნონა მეცხვარიშვილთან ერთად ოქტომბერს, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს; ექსპონატების მონახულების შემდეგ დაესწრნენ შემეცნებით საგანმანათლებლო აქტივობას ”ადამიანი ბუნებისათვის”; მიზანი: მონაწილეები გაეცნენ ბიომრავალფეროვნების შემცირების მიზეზებს და დედამიწის სხვადასხვა კუთხის აბორიგენი მოსახლეობის წვლილს ამ პრობლემის სრულად ნახვა

ექსკურსია ეთნოგრაფიულ მუზეუმში

საშუალო სკოლა “ლამპარის” 2(3) კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან,მარიამ ბურჭულაძესთან ერთად ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ. სტუმრობის მიზანი გახლდათ სხვადასხვა კუთხის ტრადიციების,კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის გაცნობა. ექსკურსია ძალიან საინტერესო,სახალისო და შემეცნებითი იყო. ბავშვები ნანახითა და მოსმენილით კმაყოფილნი დაბრუნდნენ შინ  

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

საშუალო სკოლა “ლამპარის” 2(2) კლასის მოსწავლეები ქართულის ენისა და ლიტერატურის პედაგოგ თეა გოგოლაძესთან და დამრიგებელ ლელა კუპრეიშვილთან ერთად ესტუმრნენ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს. მანამდე შეისწავლეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, ბიოგრაფია. ბავშვებმა მოინახულეს მუზეუმი, იაკობის სახლი, სკოლა, ეკლესია . მოცემული აქტივობის მიზანი იყო სრულად ნახვა

ექსკურის დავით გარეჯში

სკოლა ლამპარის მე-8 კლასმა დამრიგებელ სოფო შაორშაძესთან ერთად დავითგარეჯი მოინახულა. ექსკურსია საინტერესო იყო იმ მხრივაც, რომ გიდის მოვალეობას კლასის ერთ-ერთი მოსწავლე – შალვა მოდებაძე ასრულებდა. მან დეტალურად გააცნო კლასს დავითგარეჯის ისტორია, აქ მოღვაწე ბერების ცხოვრება, აქაური ფრესკული მხატვრობის ისტორია და სრულად ნახვა

საინფორმაციო სახის შეხვედრას პირველ კლასელთა მშობლებთან

გაცნობებთ, რომ 3 ოქტომბერს, 15:00 საათზე სკოლის ფსიქოლოგი გამართავს საინფორმაციო სახის შეხვედრას პირველ კლასელთა მშობლებთან. შეხვედრის მიზანი გახლავთ დავეხმაროთ მშობლებსა და მოსწავლეებს სკოლასთან და ახალ გარემოსთან ადაპტაციაში, ვიზრუნოთ მოსწავლეთა ემოციურ მდგომარეობაზე და ხელი შევუწყოთ მათ საგანმანათლებლო აქტივობებში მაქსიმალურ ჩართულობას.

AIESEC in Georgia

 AIESEC in Georgia-ს ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ჩატარდა Career Development ივენთი, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა თემები: როგორ ავირჩიოთ პროფესია სწორად- თამთა უგულავა როგორ შევქმნათ ეფექტური სივი- თინა ტაბიძე როგორ ავიმაღლოთ მოტივაცია- მარიამ ედიბერიძე ღონისძიების მონაწილეებს Digital სრულად ნახვა